კატარი 2022
Aa
Aa

იაპონელთა მწვრთნელი: ახლა ჩვენი მიზანი 1/4-ფინალში გასვლაა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმ ესპანეთთან გამარჯვებისა (2:1) და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ მისი გუნდი შეაქო და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

„დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, იაპონელ ხალხს მხარდაჭერისთვის. თქვენი წყალობით შევძელით ამ რთული მატჩის მოგება. მიხარია, რომ ამ გამარჯვების მოპოვება თქვენთვის ყველასთვის შევძელი.

ახლა ჩვენი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა.

ჩვენი ფეხბურთელები მსოფლიო ასპარეზზე სხვა დონის ბრძოლას აჩვენებენ და გვსურს 1/4 ფინალში გასვლით ჩვენი პირადი რეკორდი დავამყაროთ და გავაუმჯობესოთ“,

- განაცხადა ჰაჯიმე მორიასუმ.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში იაპონია ხორვატიას დაუპირისპირდება.

ლუის ენრიკე იაპონიასთან მარცხის შემდეგ

„არაფერი ხდებოდა, თუმცა ხუთი წუთის განმავლობაში კონტროლი სრულად დავკარგეთ, იყო პანიკა, იმ მომენტში კიდევ 2 გოლი რომ ჰქონოდათ გასატანი, იაპონია გაგვიტანდა. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მსგავს გუნდებს დასაკარგი არაფერი აქვთ.

ჩვენ სიტუაცია მას შემდეგ გავაკონტროლეთ, რაც იაპონიამ თავისი სასურველი შედეგი მიიღო და გადაწყვიტა უკან დაეხია. ჩვენ ვცდილობდით სიტუაციის მართვას, როგორც შეგვეძლო. იაპონიამ პირველი ადგილი დაიმსახურა.

მე გაღიზიანებული ვარ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდოდა. ცოტა მეტი სიმტკიცის გამოჩენა გვმართებს. მათ თამაში ხუთ წუთში მოგვიგეს, ეს სიგიჟე იყო. ჩვენ ფრე ან მოგება გვინდოდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ბედნიერი არ ვარ, რადგან 5 წუთში 2 გოლი გავუშვით. ჩვენ ძალიან შორს ვიყავით იმისგან, რისი ხილვაც მე მინდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰანსი ფლიკი: „უდიდესი იმედგაცრუებაა, ესპანეთს არაფერს ვაბრალებ“
ჰანსი ფლიკი: „უდიდესი იმედგაცრუებაა, ესპანეთს არაფერს ვაბრალებ“