ალვარო მორატა, პედრი, კატარი 2022
Aa
Aa

„ერთი ფეხის დაცდენა და სახლში წავალთ“ - პედრი და მორატა მატჩის შემდეგ

ესპანეთის ნაკრებმა ქომაგები ანერვიულა და იაპონიასთან 1:2 დამარცხდა, თუმცა მერვედფინალში მაინც მოხვდა. ლუის ენრიკეს გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

მატჩის შემდეგ, პედრიმ და მორატამ პრესასთან ისაუბრეს:

პედრი:

„მეტოქემ ძალიან ინტენსიურად ითამაშა, ბურთის კონტროლისას მეტი რიტმი უნდა გვქონოდა. პირადად მე ანგარიშს ვუყურებ. ყველა შეხვედრაში არის სირთულეები, გერმანიასთანაც ასე იყო. მატჩი უნდა მოგვეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. არ დავღლილვართ, მათ დაცვაში დიდი ძალებით დაიხიეს და დიდი ინტენსივობით თამაშობდნენ. ჩვენ ეს ყველაფერი დაგვაკლდა, თამაშში სიახლე ვერ შევიტანეთ“.

ალვარო მორატა:

რაც მთავარია ჩვენ პლეი-ოფში ვართ. კიდევ ერთი ფეხის დაცდენა და ჩვენ სახლში წავალთ. იაპონიასთან ცუდად ვითამაშეთ. განაგრძეთ ჩვენ მიმართ რწმენა. თუ, სხვა გუნდებს ჰკითხავთ, რომ თქვენ დამარცხდებით, მაგრამ პლეი-ოფში მაინც მოხვდებით - ისინი ამაზე ხელს მოაწერდნენ. ასეთი რამ აღარ განმეორდება, რადგან შემდეგი შეცდომა და სახლში მიდიხარ“.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ესპანეთი მაროკოს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰანსი ფლიკი: „უდიდესი იმედგაცრუებაა, ესპანეთს არაფერს ვაბრალებ“
ჰანსი ფლიკი: „უდიდესი იმედგაცრუებაა, ესპანეთს არაფერს ვაბრალებ“