ლუის ენრიკე: თამაში 5 წუთში წავაგეთ, პირველი ადგილით გასვლა გვინდოდა
E ჯგუფში მოვლენები სენსაციურად განვითარდა. გერმანიამ კოსტა რიკას 4:2 მოუგო, თუმცა ესპანეთი იაპონიასთან 1:2 დამარცხდა და მერვედფინალში პირველი ადგილით იაპონია, მეორედან კი ესპანეთი.
ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა:
„არაფერი ხდებოდა, თუმცა ხუთი წუთის განმავლობაში კონტროლი სრულად დავკარგეთ, იყო პანიკა, იმ მომენტში კიდევ 2 გოლი რომ ჰქონოდათ გასატანი, იაპონია გაგვიტანდა. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მსგავს გუნდებს დასაკარგი არაფერი აქვთ.
ჩვენ სიტუაცია მას შემდეგ გავაკონტროლეთ, რაც იაპონიამ თავისი სასურველი შედეგი მიიღო და გადაწყვიტა უკან დაეხია. ჩვენ ვცდილობდით სიტუაციის მართვას, როგორც შეგვეძლო. იაპონიამ პირველი ადგილი დაიმსახურა.
მე გაღიზიანებული ვარ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდოდა. ცოტა მეტი სიმტკიცის გამოჩენა გვმართებს. მათ თამაში ხუთ წუთში მოგვიგეს, ეს სიგიჟე იყო. ჩვენ ფრე ან მოგება გვინდოდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ბედნიერი არ ვარ, რადგან 5 წუთში 2 გოლი გავუშვით. ჩვენ ძალიან შორს ვიყავით იმისგან, რისი ხილვაც მე მინდა“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მერვედფინალში მაროკოს დაუპირისპირდება.