„გერმანია ტირის“ - როგორ გამოეხმაურა გერმანული პრესა ნაკრების ფიასკოს
გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. ჰანსი ფლიკის გუნდმა კოსტა რიკას 4:2 სძლია, თუმცა ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა, რის შემდეგაც, „ლურჯ სამურაის“ 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, „ფურია როხა“ კი მეორე გახლდათ. აი, რას წერს გერმანული პრესა თავისი ნაკრების მარცხზე:
Sport1: „ესპანეთს ფეხი დაუცდა, გერმანია ტირის. მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია! იაპონიამ გერმანია სახლში გაგზავნა“.
Bild: „მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვვარდით. ზედიზედ მეორედ! გამოვვარდით, რადგან იაპონიამ ესპანეთს მოუგო“.
DW: „ზედიზედ მეორედ! გერმანია ჯგუფური ეტაპის შემდეგ სახლში ბრუნდება. 4:2 მოპოვებული გამარჯვება ფლიკის გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან იაპონიამ ესპანეთი შოკში ჩააგდო“.
Kicker: „რადგან იაპონიამ მოიგო! გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა”.
Sportschau: „აბსოლუტური სირცხვილი - გერმანია სახლში მიდის. 2018 წლის შემდეგ, ზედიზედ მეორედ! კოსტა რიკასთან მოპოვებული გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა“.
????????????????????????????????
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) December 1, 2022
After an eventful day, we have four more teams heading to the Round of 16 ????#FIFAWorldCup | #Qatar2022
Zeit: „გერმანიის საფეხბურთო გუნდმა ზედიზედ მეორე ფიასკო განიცადა. ბუნდესმანშაფტმა კოსტა რიკა დაამარცხა, მაგრამ იაპონიამ ესპანეთს მოუგო და გერმანიის მაქსიმუმი მესამე ადგილი აღმოჩნდა“.
Spiegel: „მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის გარეშე გრძელდება. პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ. შემდეგ იყო გიჟური მეორე ნახევარი და საბოლოოდ, 4 გოლიც არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან იაპონიამ ესპანეთი დაამარცხა“.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში „ფურია როხა“ მაროკოს შეხვდება, იაპონია - ხორვატიას.