რიო ფერდინანდი, კატარი 2022
Aa
Aa

ფერდინანდი: მესი უცხოპლანეტელია, ერთ მომენტში უინტერესოა, შემდეგ უცებ ბამ...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი უკანახაზელი რიო ფერდინანდი ლეო მესის თამაშით აღფრთოვანებულია.

ინგლისელი არგენტინა პოლონეთის შეხვედრის შემდეგ BBC-ის ეთერში „ლა პულგას“ თამაშს ასე გამოეხმაურა:

„მან შექმნა რამდენიმე მომენტი, სადაც თქვენ უბრალოდ წამოიძახებდით - „ვაუ"! ის საუკეთესო ფორმაში არც კი იმყოფებოდა, მაგრამ მესის ჰქონდა საუკეთესო სამი-ოთხი დრიბლინგი, საუკეთესო სამი-ოთხი პასი და იგი მოედანზე საუკეთესო გახლდათ.

ის უცხოპლანეტელია, სულ სხვაა, მისნაირი არავინ არის. როცა მის თამაშს პირდაპირ ეთერში უყურებ, ყურადღებით აკვირდები და ხანდახან ის უინტერესოდ გამოიყურება და მერე ბამ - თამაშს ანათებს“,

- ამბობს ფერდინანდი.

მესი კანელოს ბრალდებას გამოეხმაურა

„ეს ჩემთვის გაუგებარია. ყველა ვინც მე მიცნობს იცის, რომ უპატივცემულოდ არავის ვექცევი. მსგავსი რაღაცები გასახდელში მატჩის შემდეგ ხდება ხოლმე. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ და არც მაქვს მოსახდელი, რადგან შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, არც მექსიკელთა მაისურისთვის და არც მათი ნაკრებისთვის“.

- განაცხადა ლეომ პოლონეთთან მატჩის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანელო ალვარესი: მინდა მესის ბოდიში მოვუხადო
კანელო ალვარესი: მინდა მესის ბოდიში მოვუხადო