მაროკო და ხორვატია 1/8-ფინალში არიან - ბელგია ჯგუფში ჩარჩა
F ჯგუფში დასკვნითი ტურის მატჩები როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული გამოდგა.
მაროკომ კანადას 2:1 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამას მუნდიალის დაწყებამდე ცოტა თუ ელოდა.
მაროკოელთა მხრიდან გოლები ზიეჩმა და ენ ნესირიმ გაიტანეს. „ჩელსის“ გარემარბმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
„სევილიას“ ფორვარდმა კი აჩრაფ ჰაკიმის მშვენიერი პასის შემდეგ გაიტანა.
კანადამ მეორე ტაიმში ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს.
რაც შეეხება ბელგია ხორვატიის დაძაბულ დაპირისპირებას, რობერტო მარტინესის ვარსკვლავური ნაკრების მუნდიალს დაემშვიდობა.
ბელგიას შეხვედრაში უპირატესობა ჰქონდა. განსაკუთრებით მეორე ნახევარში, როცა რომელუ ლუკაკუმ 2-3 რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.
საბოლოოდ, მაროკო 7 ქულით პირველია, ხორვატია 5 ქულით მეორე. ბელგია და კანადა კი სახლებში დაბრუნდებიან.