ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

ჰარი მაგუაიერი განის პარლამენტში - „ქვეყანაში ეკონომიკური მაგუაიერი გვყავს“

განელმა პარლამენტარმა ჰარი მაგუაიერს დასცინა. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი განიხილეს და ერთ-ერთი პარტიის, „ნაციონალური დემოკრატიული კონგრესის“ წევრმა, ისააკ ადონგომ ვიცე-პრეზიდენტი, მაჰამუდუ ბავუმია ინგლისელ ფეხბურთელს შეადარა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია, მისი ხელმძღვანელობით, ქვეყნის ეკონომიკას ანადგურებს.

„გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ ინგლისში არის ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობს და მისი სახელი ჰარი მაგუაიერია. მას მსოფლიოს საუკეთესო მცველს უწოდებდნენ და შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, სადაც უდიდეს საფრთხედ იქცა. ჰარი მაგუაიერი მანჩესტერის მოთამაშეებს აქცევს და მეტოქეებს საგოლე გადაცემებს უკეთებს. ბატონო სპიკერო, როცა მეტოქეები გოლის გასატანად მოდიან, ჰარი მაგუაიერს გოლი მათ მაგივრად გააქვთ.

ბატონო სპიკერო, გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ეკონომიკური მაგუაიერი გვყავს. ამ ეკონომიკურ მაგუაიერს ტაშს ვუკრავდით და ვამბობდით, რომ ის უცხოური ტერმინების გამოყენებაში საუკეთესო იყო. ეს ეკონომიკური მაგუაიერი ცენტრალური უნივერსიტეტში იყო და ლექციებს ატარებდა თუ ჩვენი ვალუტის ღირებულება როგორ უნდა გაგვეზარდა. ბატონო სპიკერო, რატომ მივეცით ამ მაგუაიერს შანსი, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვის ხაზში ყოფილიყო? ის ჩვენთვის ავტოგოლების გამტანი გახდა.

რატომ გვეგონა, რომ კაპიტალური შესაძლებლობების გაზრდაში საუკეთესო იყო, როცა ეს ნიშნული 40.4-მდე დაიყვანა. რატომ იყო საუკეთესო რეცესიაში, როცა ნიშნული 9 პროცენტიდან 54 პროცენტამდე გაზარდა. ბატონო სპიკერო, უდიდესი პრობლემა ისაა, რომ ახლა ამ მაგუაიერს გამოჩენისთვის ფულს ვუხდით“.

შეგახსენებთ, რომ მაგუაიერი მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც ინგლისის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში სენეგალს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასაცილო გადაწყვეტილება იყო“ - კრის სატონმა მესის პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა
„სასაცილო გადაწყვეტილება იყო“ - კრის სატონმა მესის პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა