კოლინა თვლის, რომ ბრუნოს პენალტი შეცდომით დაინიშნა
პორტუგალია ურუგვაის მატჩში ბოლო წუთებზე დანიშნული პენალტი, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა გოლად აქცია, ფიფაში მსაჯის შეცდომად მიიჩნიეს.
ამ პენალტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საბოლოოდ კი ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის (AUF) აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ედუარდო ჰაჩემ ფიფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის პიერლუიჯი კოლინას სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ეს იყო შეცდომა.
პენალტის ეპიზოდში ბრუნომ ხიმენესს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და დავარდნის შემდეგ, ურუგვაელი მცველი ბურთს ხელით შემთხვევით ეხება. ფიფას წესდების თანახმად, ხელი ბუნებრივ მდგომარეობაში იყო და განზრახ თამაშს ადგილი არ ჰქონია. ამიტომ თვლიან, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.
Record-ის ცნობით, კოლინა ასევე ყოფილ არბიტრს მასიმო ბუსაკას ესაუბრა, რომელმაც აღიარა, რომ მსაჯმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. მისი შეცდომა იყო ის, რომ იგი დაეთანხმა არასწორ აზრს, რომელიც VAR-მა უკარნახა. ამან ურუგვაის ხელი შეუშალა დარჩენილ 9 წუთში ანგარიშის გასათანაბრებლად ეთამაშათ.
კოლინამ უთხრა ალეხანდრო დომინგესს (კონმებოლის ხელმძღვანელს), რომ მსაჯის გადაწყვეტილება არასწორი იყო.