ურუგვაის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„იმ ეპიზოდის გამო ბოდიშს არ მოვიხდი“ - განელმა ჟურნალისტმა სუარესს ეშმაკი უწოდა

ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფის დასკვნით მატჩში ურუგვაის ნაკრები განას დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე ურუგვაის ნაკრების შემტევმა, ლუის სუარესმა პრესკონფერენცია გამართა და 2010 წლის მუნდიალის ¼ ფინალი გაიხსენა, სადაც ურუგვაიმ განის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში, მეორე დამატებითი ტაიმის ბოლოს სუარესმა ცარიელი კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა, რითაც საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა. ასამოა გიანმა პენალტი გააფუჭა, თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება ურუგვაის ნაკრებმა მოიპოვა.

დღევანდელ პერსკონფერენციაზე 35 წლის ფეხბურთელს განელმა ჟურნალისტებმა ეს ეპიზოდი გაახსენეს და მას განური ფეხბურთის ეშმაკი უწოდეს. სუარესმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა:

ამ ეპიზოდის გამო ბოდიშს არ მოვიხდი. ხელით ვითამაშე, მაგრამ განას ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ბოდიშს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიხდი, თუ ვინმეს რამეს დავუშავებ და ამის გამო მივიღებ წითელს. გაგახსენებთ, რომ იმ ფეხბურთელმა აღიარა, რომ მსგავს სიტუაციაში ასე მოიქცეოდა.

შეგახსენებთ, რომ განასა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მჯერა, რომ დიეგო ბედნიერი იქნებოდა“ - მესიმ მარადონას რეკორდი დაამხო
„მჯერა, რომ დიეგო ბედნიერი იქნებოდა“ - მესიმ მარადონას რეკორდი დაამხო