თვის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელი - ხვიჩა Transfermark-ზე ყველაზე პოპულარულია
ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა Transfermarkt.org-მა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებს გვთავაზობს, ნოემბრის თვეში თავის ვებ-გვერდზე ნოემბერში ყველაზე ნახვადი ფეხბურთელების სიას გვთავაზობს.
პორტალის მიხედვით, საიტზე გასულ თვეში გულშემატკივრებმა ყველაზე ხშირად ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მოიძიეს ინფორმაცია. მეორე ადგილზე „უდინეზეს“ 16 წლის ტალანტი, სიმონე პაფუნდია, მესამე პოზიციას კი „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი, ერლინგ ჰალანდი იკავებს.
Transfermarkt-ის ვერსიით, ყველაზე ნახვადი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება.
1. ხვიჩა კვარაცხელია (21 წლის) - „ნაპოლი“
2. სიმონე პაფუნდი (16 წლის) - „უდინეზე“
3. ლეო მესი (35 წლის) - პსჟ
4. ერლინგ ჰალანდი (22 წლის) - „მანჩესტერ სიტი“
5. კრიშტიანუ რონალდუ (37 წლის) - თავისუფალი აგენტი
6. რაფაელ ლეაო (23 წლის) - „მილანი“
7. ოლივიე ჟირუ (36 წლის) - „მილანი“
8. ვინჩენცო გრიფო (23 წლის) - „ფრაიბურგი“
9. მარკუს ტურამი (25 წლის) - „პარმა“
10. კოდი გაკპო (23 წლის) - პსვ
საგულისხმოა, რომ ხვიჩა სიის სათავეში ზედიზედ მეორე თვეა ხვდება. ქართველი ფეხბურთელი პორტალის ვერსიით ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად ოქტომბრის თვეშიც დასახელდა.
აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ზე 21 წლის ქართველი შემტევი 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.