დიეგო მარადონა, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„მჯერა, რომ დიეგო ბედნიერი იქნებოდა“ - მესიმ მარადონას რეკორდი დაამხო

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფის დასკვნით ტურში არგენტინის ნაკრებმა პოლონეთი 2:0 დაამარცხა პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.

აღნიშნული შეხვედრა ისტორიული იყო ლეო მესისთვის, რომელმაც მუნდიალებზე 22-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მან დიეგო მარადონას აჯობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მესის ამ მიღწევაზე ჰკითხეს, რაზეც მან ასე უპასუხა:

„შეხვედრის დასრულების შემდეგ გავარკვიე, რომ მისი რეკორდი მოვხსენი, აქამდე არ ვიცოდი. ბედნიერი ვარ ამ მიღწევით და იმითაც, რომ შემიძლია გავაგრძელო ასეთი რეკორდების დამყარება. მჯერა, რომ დიეგო ჩემით უბედნიერესი იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის გამოხატავდა ჩემს მიმართ დიდ სიყვარულს. ის ყოველთვის ბედნიერი იყო, როცა ჩემს კარიერაში ყველაფერი კარგად მიდიოდა“, - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მუნდიალზე 35 წლის არგენტინელს 2 გოლი აქვს გატანილი. „ალბისელესტე“ მესისთან ერთად 1/8 ფინალში ავსტრალიის ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სიტყვა შევასრულეთ“ - მესი პოლონეთის დამარცხების შემდეგ
“სიტყვა შევასრულეთ“ - მესი პოლონეთის დამარცხების შემდეგ