სანდრო მამუკელაშვილი, მილოუკი ბაქსი, ვისკონსინ ჰერდი
Aa
Aa

32 ქულა და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის საოცარი მატჩი G ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „გრანდ რაპიდს გოლდს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 6 ქულის სხვაობით - 112:106 გაიმარჯვა.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 35 წუთი გაატარა. ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილიც დაიდო. „მამუმ“ 35 წუთში ორმაგი დუბლი შემოგვთავაზა - 32 ქულა, 12 მოხსნა (2 შეტევაში), 2 ასისტი და 2 ბლოკი. სანდრომ სამჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეზე საერთოდ არ დაჯარიმებულა, ასევე 19-დან 13 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

12 ტურის შემდეგ, „ვისკონსინ ჰერდი“ G ლიგის ცენტრალური კონფერენციის სატურნირო ცხრილში 6 ქულითა და 6 მარცხით მე-5 პოზიციას იკავებს.

ქართველი კალათბურთელი მომდევნო შეხვედრას სავარაუდოდ „მილოუკი ბაქსის“ შემადგენლობაში გამართავს. ქართველი კალათბურთელის გუნდი NBA-ს მომდევნო ტურში „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლებს. მატჩი საქართველოს დროით ხვალ გამთენიისას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 8 ქულა 4 წუთში - ინდიანა საკრამენტოსთან დამარცხა
ბითაძის 8 ქულა 4 წუთში - ინდიანა საკრამენტოსთან დამარცხა