ბითაძის 8 ქულა 4 წუთში - ინდიანა საკრამენტოსთან დამარცხა
NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „საკრამენტო კინგსს“ შეხვდა და დიდი სხვაობით, 137:114 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი მოედანზე დასკვნით მეოთხედში გამოჩნდა, მაშინ, როდესაც მატჩის ბედი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო. გოგას მხოლოდ 4 წუთი დაეთმო, თუმცა მცირე დროის მიუხედავად თავის გამოჩენა მაინც შეძლო. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 8 ქულა და 2 მოხსნა (1 შეტევაში) დააფიქსირა. გოგამ 2-დან 1 საჯარიმო, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
ინდიანადან ყველაზე შედეგიანი ჯალენ სმიტი იყო, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა და 1 ბლოკი მოაგროვა, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი საკრამენტოს ერთ-ერთი ლიდერი, ჰარისონ ბარნსი გახდა, რომელმაც 22 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრა დააფიქსირა.
21 ტურის შემდეგ „ინდიანა პეისერსი“ 12 მოგებით და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას „იუტა ჯეზთან“ ხვალ გამთენიისას გამართავს.