ტატა მარტინო, მექსიკის ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“ - ტატა მარტინომ თანამდებობა დატოვა

მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფის დასკვნით ტურში მექსიკის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა, თუმცა პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლო.

მექსიკამ ჯგუფში 4 ქულა დააგროვა, თუმცა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო. მართალია მექსიკელებმა 4 ქულა მოაგროვეს, თუმცა პარალელურად მიმდინარე მატჩში პოლონეთი, რომელსაც ასევე 4 ქულა ჰქონდა არგენტინის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა, თუმცა ტატა მარტინოს გუნდს ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საუდის არაბეთთან მატჩის შემდეგ ტატა მარტინომ მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა.

ტატა მარტინო:

„როგორც კი მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, ჩემი კონტრაქტიც დასრულდა.

ამ ჩავარდნისთვის პასუხისმგებლობას სრულად ჩემს თავზე ვიღებ. ეს საშინელი იმედგაცრუებაა, ყველას ბოდიშს გიხდით“.

C ჯგუფში პირველი ადგილი 6 ქულით არგენტინის ნაკრებმა დაიკავა, მეორე პოზიციაზე პოლონეთი გავიდა, მესამეზე მექსიკა, მეოთხეზე კი საუდის არაბეთი, რომელმაც ტურნირზე არგენტინის დამარცხებით ყველაზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკალონი: ბედნიერები ვართ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ
სკალონი: ბედნიერები ვართ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ