კატარი 2022
Aa
Aa

შესნი: ეს იყო ამაზრზენი, საშინელი და მშვენიერი, მეგონა 5 საათი ვითამაშეთ

ვოიცეხ შესნიმ, რომელმაც არგენტინასთან მატჩში 10 დარტყმა მოიგერია, მათ შორის მესის პენალტიც, შეხვედრის შემდეგ შედეგით კმაყოფილება გამოთქვა, თუმცა მისი გუნდის თამაშით იმედგაცრუებულია.

„ეს იყო ამაზრზენი, საშინელი და მშვენიერი. მატჩი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. დაახლოებით ხუთი საათი - ასე მომეჩვენა.

მაგრამ ჩვენ გავედით. არ მაინტერესებს როგორ გავაკეთეთ ეს. მაგრამ მატჩის 95 წუთი უშნოდ ვითამაშეთ.

პოლონეთის ისტორიაში 1986 წლის შემდეგ პლეი-ოფში პირველად გასვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გუნდის გასახდელშიც ჩანს. ყველა დაიღალა. აღსანიშნავად ენერგიაც კი არ გვაქვს. ახდა ოცნება, რომ გავსულიყავით ტურნირის შემდეგ ეტაპზე“,

- განაცხადა „იუვენტუსის“ მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალში პოლონეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანელო ალვარესი: მინდა მესის ბოდიში მოვუხადო
კანელო ალვარესი: მინდა მესის ბოდიში მოვუხადო