ნუნუ მენდეში
Aa
Aa

ტრავმა სერიოზულია - მენდეშისთვის მუნდიალი დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიამ ურუგვაი 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაინაღდა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი სასიამოვნოა, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას ერთი არასასიამოვნო რამ მოხდა.

42-ე წუთზე ნუნო მენდეშმა ტკივილი იგრძნო და ფერნანდუ სანტუშმა ის მოედნიდან გაიყვანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პარი სენ ჟერმენის“ მარცხენა მცველი სამხრეთ კორეასთან ვერ ითამაშებდა.

გამოკვლევების ჩატარების შედეგად, დადგინდა, რომ მენდეშისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. მას ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება და რეაბილიტაციის პროცესს 1 თვეზე მეტი სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფში ორივე მატჩი მოიგო და მერვედფინალში პირველი ადგილიდან გადის. შემდეგ მატჩს, სანტუშის შეგირდები სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 2 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუმ პირს მორგანს გასახდელიდან მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა
რონალდუმ პირს მორგანს გასახდელიდან მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა