ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ჩემპიონია
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა პოლონეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და პირველობა არავის დაუთმო.
ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა იტალიური ბარიერი დამაჯერებლად დაძლიეს და მეტოქეს 45:23 მოუგეს.
რაც შეეხება ფინალს, ის ნახევარფინალისგან განსხვავებით დაძაბული გამოდგა. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველების მეტოქე უკრაინის ნაკრები იყო, რომელსაც 45:42 სძლიერს და ჩემპიონები გახდნენ.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ერთეულთა თანრიგში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალს ნინა ნინა თიბილაშვილი დაეუფლა.