D ჯგუფი დასრულდა - საფრანგეთი და ავსტრალია 1/8-ფინალში არიან
მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც მოულოდნელი შედეგებით დასრულდა.
დანიამ ავსტრალიასთან 0:1 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ავსტრალიელებმა ლექკის გოლით იმარჯვეს და აუტსაიდერის სტატუსის მიუხედავად 1/8-ფინალში გავიდნენ.
2006 წლის შემდეგ პირველად, ავსტრალია მერვედფინალში ითამაშებს.
დიდიე დეშამმა შემადგენლობა გადაახალისა და ტუნისთან საკმაოდ უცნაური თერთმეტეულით წარდგა. ჩრდილოაფრიკლები ბოლო წუთებამდე ჰაზრის გოლით 1:0-ს იგებდნენ.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანტუან გრიზმანმა გათანაბრება შეძლო, თუმცა ვიდეო რეფერიმ გოლი გააუქმა.
ამრიგად, 1/8-ფინალებში საინტერესო ვითარება მივიღეთ: საფრანგეთი C ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ ნაკრებს დაუპირისპირდება (არგენტინა, მექსიკა, პოლონეთი, საუდის არაბეთი).
არგენტინის ნაკრებს აქვს ძალიან ხელსაყრელი შანსი, რომ პირველ ტურში განცდილი ფიასკოს შემდეგ, პოლონეთის დამარცხების შემთხვევაში მერვედფინალში ავსტრალიას დაუპირისპირდეს.