2026 წლის მუნდიალზე - 3-გუნდიანი ჯგუფები და პენალტების სერია
Aa
Aa

2026 წლის მუნდიალზე - 3-გუნდიანი ჯგუფები და პენალტების სერია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა FIFA-მ ჯგუფურ ეტაპზე პენალტების სერიის წესი დანერგოს.

ესპანური As-ი, The Athletic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ეს წესი შესაძლოა 2026 წლიდან ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალზე, ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი დაიყოფიან 16 ჯგუფად, რომლებშიც 3 გუნდი იქნება. საუკეთესო ორი გუნდი კი პლეი ოფში გავა.

იმის გამო, რომ 3-კაციან ჯგუფში უფრო მკაცრი და მკვეთრი შედეგები იქნება, FIFA განიხილავს ჯგუფურ ეტაპზე პენალტების სერიის დანერგვის იდეას. ამან უნდა შეამციროს ცხრილებში თანაბარი ქულების და სხვა მაჩვენებლების შანსი - პენალტების სერიაში გამარჯვებული გუნდი კი მიიღებს ბონუს ქულებს.

ერთადერთი ფაქტორი, რომელიც FIFA-ში შეშფოთებას იწვევს ჯგუფში 3 გუნდის ფორმატთან დაკავშირებით, არის ყველა გუნდის მატჩების ერთდროულად გამართვის შეუძლებლობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რამ, რომ ბოლო ტურში მოთამაშე ნაკრებებმა შესაძლოა მისთვის სასურველი შედეგის მისაღებად წინასწარ განსაზღვრული შედეგისთვის ითამაშოს, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

ითვლება, რომ პენალტების სერია ხელს შეუწყობს წინასწარ შეთანხმებული შედეგის ალბათობა შეამციროს. ასევე არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ პენალტების სერია მატჩის დაწყებამდე შედგეს, რომ რისკი კიდევ უფრო შემცირდეს.

ბოლო დროს FIFA-ს საკმაოდ უცნაური იდეები აქვს და ამ თემებზე დისკუსიაში ბევრი ცნობილი სპეციალისტი, თუ მწვრთნელი იღებს მონაწილეობას. მათ შორის ყველაზე აქტიური არსენ ვენგერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდადო: კანელომ სისულელე თქვა, მესი ყველას პატივს სცემს
გუარდადო: კანელომ სისულელე თქვა, მესი ყველას პატივს სცემს