“მასთან ვარჯიში ვის არ ენდომება?“ - ჩავის და კრუიფს მესის დაბრუნება სურთ
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ლეო მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ეწურება. კატალონიის „ბარსელონას“, რომ მისი დაბრუნება სურს ეს ახალი არავისთვის არის, თუმცა ჯერჯერობით ეს საკმაოდ შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს.
ამასთან დაკავშირებით, „ბლაუგრანას“ სპორტულმა დირექტორმა ხორდი კრუიფმა კომენტარი გააკეთა. მისი სიტყვები კი გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გააჟღერა.
რა თქვა კრუიფმა?
„ერთ დღეს, ბარსა და მესის ისევ ერთად უნდა იყვნენ. ეს საკმაოდ ნათელია. შესაძლოა ეს მისი პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს, მაგრამ ვიმეორებ, „ბარსელონა“ და ლეო ერთად უნდა იდგნენ და წარმატებას ერთად აღნიშნავდნენ.“
Barcelona director Jordi Cruyff on Leo Messi's possible return: "Barça and Messi have to be together again one day. This is clear", tells RAC1 ???????????????????? #FCB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 30, 2022
"Maybe could be after the end of his professional career... but Barça & Messi deserve one last hug, last dance together". pic.twitter.com/f23M5V8Bbn
ლიონელ მესის დაბრუნების შესახებ, კატალონიური გრანდის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმაც ისაუბრა.
რა თქვა ჩავიმ?
„ლეო ჯერ კიდევ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. რონალდუ კი ხუთეულში შედის. თუ მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება მოუნდება, აუცილებლად მივიღებთ. ვის არ ენდომება მასთან ერთად ვარჯიში?“
შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა არგენტინა „ბარსელონა“ 2021 წელს დატოვა და კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ აგრძელებს. მესიმ პარიზული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 53-ჯერ მოირგო, 23 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.