კატარის ნაკრები
Aa
Aa

კატარი პირველი მასპინძელი გუნდია, რომელმაც მუნდიალი 0 ქულით დაასრულა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, თუმცა ის უკვე დასრულდა მასპინძელი გუნდისთვის.

მიმდინარე ტურნირზე კატარი პირველი ნაკრები იყო, რომელზეც გაირკვა, რომ მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებდა. ეს ყველაფერი კი მე-2 ტურის პირველივე მატჩში იყო ცნობილი.

საგულისხმოა, რომ კატარმა 3 ტურის შემდეგ ჯგუფური ეტაპი 0 ქულით დაასრულეს და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გახდა პირველი მასპინძელი ნაკრები, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 1 ქულის აღებაც ვერ შეძლო.

კატარელებმა ნიდერლანდების, ეკვადორისა და სენეგალის ნაკრებებთან ჩატარებულ 3 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში 7 ბურთი მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის აღმოჩენა ევროპულ გრანდში? - გაკპოზე ნადირობა იწყება
მუნდიალის აღმოჩენა ევროპულ გრანდში? - გაკპოზე ნადირობა იწყება