კარგი ამბავი იტალიიდან - კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და იტალიიდან კარგი ამბავი მივიღეთ. „პარტენოპეის“ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „კვარამ“ გუნდთან ერთად ივარჯიშა და მთელი სესიის განმავლობაში, მოედანზე იყო.
როგორც მოგეხსენებათ, ქართველი შემტევი „პარტენოპეის" დღეს დაუბრუნდა. იტალიურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ მას ტესტს ჩაუტარებენ და საბოლოო პასუხი ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა ის ფაქტი, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.
???? La squadra è tornata ad allenarsi ????https://t.co/pACRioLPoh
— Official SSC Napoli (@sscnapoli) November 30, 2022
La Repubblica-ს თუ დავუჯერებთ, კვარაცხელიას პრობლემები არ აწუხებს. ერთადერთი, რაც ახლა საჭიროა, დასტურის მიღებაა და როგორც იტალიური გამოცემა ამბობს, „კვარა“ მოუთმენლად ელის, „ნაპოლის“ გმირის სტატუსს კიდევ ერთხელ როდის შეითავსებს.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ თურქულ შეკრებაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპალეტის გუნდი 7 დეკემბერს, საქართველოს დროით 21:45 საათზე „ანტალიასპორს“ დაუპირისპირდება, 11 დეკემბერს კი ჩვენი დროით 19:00 საათზე „კრისტალ პალასს“ შეხვდება.