ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრები, კოდი გაკპო
Aa
Aa

მუნდიალის აღმოჩენა ევროპულ გრანდში? - გაკპოზე ნადირობა იწყება

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენამ, კოდი გაკპომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა გუნდი შეიცვალოს და რომელიმე ევროპულ გრანდში გადავიდეს. 23 წლის ფეხბურთელის სახელს „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ლივერპულს“ და მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპულის“ სკაუტები მსოფლიო ჩემპიონატზე გაკპოს თამაშებს დაესწრნენ, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ ყოფილა.

პსვ-ს გარემარბი ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის რეკომენდაციით ის პსჟ-ში დარჩა. 68 წლის სპეციალისტმა გაკპოს ურჩია, რომ კლუბი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოეცვალა.

„წითელი ეშმაკების“ წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვასთან კვლავ ახლო კონტაქტში არიან და მოლაპარაკებებს მუნდიალის დასრულების შემდეგ განაახლებენ. გაკპოს გადაბირებით თავად ერიკ ტენ ჰაგია დაინტერესებული, რომელსაც 23 წლის შემტევთან კარგი ურთიერთობა აქვს და მუდმივ კავშირზეა.

პსვ ზაფხულში ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვდა და „იუნაიტედიც“ ამ თანხის გადასახდელად მზად იყო.

რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, „სამეფო კლუბის“ სკაუტებმა გაკპოს რამდენიმე თამაშს უყურეს, თუმცა მოლაპარაკებები ოფიციალურად ჯერ არ დაუწყიათ.

ცნობისთვის, კატარის მუნდიალზე გაკპომ სამიდან სამივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა როგორც კლუბში, ისე ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის 1/8-ფინალები: ინგლისი VS სენეგალი, აშშ VS ნიდერლანდები
მუნდიალის 1/8-ფინალები: ინგლისი VS სენეგალი, აშშ VS ნიდერლანდები