ირანის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, კარლოს კეირუში
Aa
Aa

„ერთ დღეს ფეხბურთელები გმირები არიან, მეორე დღეს კი მათი მოკვლა უნდათ“ - კეირუში

მსოფლიო ჩემპიონატზე, B ჯგუფის დასკვნით ტურში ირანის ნაკრები აშშ-სთან 0:1 დამარცხდა და მუნდიალს გამოეთიშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირანელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კეირუშმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები მუქარის ქვეშ თამაშობდნენ და ასეთ პირობებში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია.

რა თქვა კეირუშმა:

როდესაც გემუქრებიან და საფრთხე გემუქრება, ასეთ დროს ცხოვრება და მით უმეტეს ფეხბურთის თამაში მარტივი არ არის. ერთ დღეს ფეხბურთელები გმირები არიან, მეორე დღეს კი მათი მოკვლა უნდათ. ასეთ პირობებში, მნიშვნელოვანი იყო მათთვის სწორი გზის ჩვენება. ჩვენ ირანს და ირანელ ხალხს ღიმილი და ბედნიერება უნდა დავუბრუნოთ. დაუშვებელია ის, რაც ფეხბურთის გარეთ ხდება. ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ბოლომდე დაიხარჯნენ და დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სთან შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის მთავრობა ფეხბურთელებს დაემუქრა, რომ თუ ისინი სახელმწიფო ჰიმნს არ შეასრულებდნენ, მათ ოჯახის წევრებს დააპატიმრებდნენ და აწამებდნენ.

B ჯგუფში პლეი-ოფში პირველი ადგილით ინგლისის ნაკრები გავიდა, მეორე პოზიცია აშშ-მა დაიკავა, მესამე ადგილზე ირანი, მეოთხეზე კი უელსი გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი გუნდით ამაყი ვარ“ -  ბერჰალტერი ირანთან გამარჯვების შემდეგ
„ჩემი გუნდით ამაყი ვარ“ - ბერჰალტერი ირანთან გამარჯვების შემდეგ