UFC-ის მებრძოლი კანელოზე: „მესის წინააღმდეგ წასვლა მთელი არგენტინის წინააღმდეგ წასვლაა“
UFC-ის არგენტინელმა მებრძოლმა, სანტიაგო პონზინიბიომ კანელო ალვარესს უპასუხა და მექსიკელი მოკრივე გააკრიტიკა. როგორც მოგეხსენებათ, კანელო ლიონელ მესის დაემუქრა და განაცხადა, რომ მან მექსიკის ნაკრების მაისურით საკუთარი გასახდელი მოწმინდა. პონზინიბიომ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლა პულგას“ მხრიდან უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია.
„განრისხებული ვიყავი, როცა კანელოს მუქარები მოვისმინე. თუ ის საქმის კურსში არაა და არ იცის, რეალურად რა ხდება, ხმა არ უნდა ამოიღოს. ფეხბურთელებისთვის იატაკზე მაისურების დაყრა ნორმალურია, რადგან ისინი ოფლით არიან გაჟღენთილი. ყველა, ვინც მესის იცნობს, მას შესანიშნავ სპორტსმენსა და მოკრძალებულ ადამიანს უწოდებს.
ლეომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თუ კანელოს ჩხუბი სურს, მზად ვარ. მან მესის თავი უნდა დაანებოს. როცა ლეოს წინააღმდეგ გამოდიხარ, ნიშნავს, რომ მთელ არგენტინას უპირისპირდები“.
შეგახსენებთ, რომ კანელო სერხიო აგუერომ და სესკ ფაბრეგასმაც გააკრიტიკეს. „ლა პულგას“ ყოფილმა თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ მისი ქმედება შემთხვევითობა იყო, უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია და მექსიკელმა მოკრივემ შეუსაბამო განცხადებები გააკეთა.