„ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ“ - ბეილი მუნდიალს აფასებს
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრაში უელსის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდა და უშანსოდ, 0:3 დამარცხდა, რის შედეგადაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ქულით დაასრულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდის კაპიტანმა გარეთ ბეილმა მარცხის და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.
რა თქვა ბეილმა:
რთული მატჩი იყო ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აქ მოსახვედრად გრძელი გზა გავიარეთ. უნდა ვიამაყოთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშეთ. დიდი ხანია, რაც აქ არ ვყოფილვართ.
ტურნირზე ბოლომდე დავიხარჯეთ და თითოეული ჩვენგანი გასახდელიდან აწეული თავით გამოვა. ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ. სიამოვნებით ვიქნებოდით სხვა სიტუაციაშიც, მაგრამ რეალობა ესაა, ფეხბურთი რთული პროფესიაა.
ბოლო ოთხი დიდი ტურნირიდან სამზე ვითამაშეთ და ამით ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინეთ.
შეგახსენებთ, რომ B ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველი ადგილით უელსის ნაკრები გავიდა, რომელმაც 3-დან ორი შეხვედრა მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, მეორე ადგილი კი აშშ-ის ნაკრებმა დაიკავა - 1 მოგება და 2 ფრე.