სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ლუკა დონჩიჩი, დრეიმონდ გრინი, ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორი, სპენსერ დინუიდი
Aa
Aa

ლუკას მაგია ჩემპიონთან - 41-ქულიანი სამმაგი დუბლი და გამარჯვება

„დალას მავერიქსმა“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. გამთენიისას, ტექსასელები მოქმედ ჩემპიონს, „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს - 116:113.

„დალასის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი ლუკა დონჩიჩმა შეიტანა. ამ უკანასკნელმა სამმაგი დუბლი გაიფორმა და 41 ქულა, 12 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორს 22 ქულა და 4 მოხსნა ჰქონდა, სპენსერ დინუიდიმ კი 14 ქულა დააგროვა.

საინტერესოა, რომ NBA-ის მიმდინარე რეგულარულში, 40-ქულიანი სამმაგი დუბლი მხოლოდ ერთ კალათბურთელს აქვს გაკეთებული. ეს კალათბურთელი ლუკა დონჩიჩია, რომელმაც ეს სტატისტიკა 3-ჯერ დააფიქსირა. ლუკას შანსი აქვს, 25 წლის შესრულებამდე დაგროვებული 40-ქულიანი სამმაგი დუბლებით ოსკარ რობერსონს გაუთანაბრდეს. მას ამისთვის 62 მატჩი დარჩა.

„გოლდენ სტეიტს“ რაც შეეხება, „უორიორსს“ სტეფ კარიმ ულიდერა, რომელსაც 32 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა. ჯონათან კუმინგამ 14 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა, დრეიმონდ გრინის ანგარიშზე 12 ქულა იყო, ხოლო კლეი ტომპსონმა მატჩი 5 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „დალასს“ 10 მოგება და 10 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 გახლავთ. „გოლდენ სტეიტი“ 11 მოგებითა და ამდენივე მარცხით მე-10 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვერ ბედავ? შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ“ - ვან გაალი ჟურნალისტს დაუპირისპირდა
“ვერ ბედავ? შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ“ - ვან გაალი ჟურნალისტს დაუპირისპირდა