სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში - 20 ქულა და მაგარი ჩატენვა

„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში, „უისკონსინ ჰერდის“ რიგებში იასპარეზა. მისი გუნდი „გრენდ რეპიდს გოლდს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში დამარცხდა - 122:129.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა და მნიშვნელოვანი დაფარება და მაგარი ჩატენვა შემოგვთავაზა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე, როცა ანგარიში 122:122 იყო, „გოლდს“ თამაშის მოგება საფინალო სირენასთან ერთად შეეძლო, თუმცა უოტსონის ორქულიანი სანდრომ დაბლოკა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ზემოთ ხსენებულ ჩატენვას რაც შეეხება, მე-3 მეოთხედში, „მამუმ“ ბრწყინვალედ ითამაშა და მისი „დანქი“ NBA-ის G ლიგის „ტვიტერის“ გვერდის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

მამუკელაშვილს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და 32 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ 14-დან 7 ბურთი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 4 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

ცნობისთვის, ქართველი კალათბურთელის გუნდს 5 მოგება და 6 წაგება აქვს. „უისკონსინ ჰერდი“ მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს გამართავს და ისევ „გრენდ რეპიდს გოლდს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“400-500 ადამიანი დაიღუპა“ - კატარის მაღალჩინოსნის განცხადება
“400-500 ადამიანი დაიღუპა“ - კატარის მაღალჩინოსნის განცხადება