კატარი 2022, გრეგ ბერჰალტერი
Aa
Aa

„ჩემი გუნდით ამაყი ვარ“ - ბერჰალტერი ირანთან გამარჯვების შემდეგ

კატარი 2022-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კრისტიან პულიშიჩის ერთადერთი გოლით ირანი დაამარცხა. ამერიკელთა მთავარი მწვრთნელის გრეგ ბერჰალტერის კომენტარი მოკლე იყო, მან აღნიშნა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელთა გამარჯვებით ამაყია.

„პირველ ტაიმში ვაჩვენეთ, რისი გაკეთებაც საფეხბურთო ცოდნიდან გამომდინარე შეგვიძლია, კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. მეორე ტაიმში ვაჩვენეთ ის, რისი გაკეთებაც თავდადებით შეგვეძლო. ჩვენ დაუმარცხებელი გუნდი ვართ და ასე გავედით მერვედფინალში. ამაყი და ბედნიერი ვარ. დამსახურებულად გავიმარჯვეთ“

აშშ-ის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან პულიშიჩზეც ისაუბრა, რომელმაც გოლი გაიტანა, თუმცა ტრავმის გამო შესვენებისას შეცვალეს.

„ბრწყინვალე რამაა, როცა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უმძიმეს საქმეს შეასრულებს. არ შემიძლია საკმარისად პოზიტიური სიტყვები გამოვნახო, როცა მასზე ვსაუბრობ“.

შეგახსენებთ, კატარი 2022-ის B ჯგუფის მესამე ტურში უელსი ინგლისთან 0:3 დამარცხდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს კრისტიან პულიშიჩის გოლით სძლია. ინგლისი 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, აშშ-მ 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ინგლისი და აშშ მერვედფინალში ითამაშებენ. ირანი 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, უელსმა კი მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. ირანი და უელსი მუნდიალს დაემშვიდობნენ.

მერვედფინალში ინგლისი სენეგალს შეხვდება (4 დეკემბერი), ნიდერლანდები კი - ამერიკის შეერთებულ შტატებს (3 დეკემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
A ჯგუფი: მერვედფინალში ნიდერლანდები და სენეგალი გავიდნენ
A ჯგუფი: მერვედფინალში ნიდერლანდები და სენეგალი გავიდნენ