გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

საუთგეიტი: “უელსის სული ჩაქრა“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ინგლისმა უელსი 3:0 დაამარცხა და მერვედფინალში პირველი ადგილიდან გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „სამი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა საუთგეიტმა?

„პირველ ტაიმში თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით, მაგრამ საკმარისი მომენტები ვერ შევქმენით. როდესაც მეორე გოლი გავიტანეთ, ვიგრძენით, რომ უელსი ჩაქრა. მათი სული აღარ იბრძოდა. მათთვის ძალიან რთული ტურნირი გამოვიდა.

რაშფორდი მართლაც შთამბეჭდავია. დაბრუნების შემდეგ შესანიშნავად თამაშობს და დღესაც ძალიან კარგი იყო. ეს არის, რაც მისგან გვინდა, რომ მივიღოთ. მიუხედავად ადვილი გამარჯვებისა, უელსს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მინდა მივულოცო. ეს ყველას არ შეუძლია.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მხრიდან დუბლი მარკუს რაშფორდმა შეასრულა. პირველი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა. „მანჩესტერის“ შემტევმა ჯარიმიდან გაიტანა. ერთი გოლი კი ფილ ფოდენის ანგარიშზეა.

ცნობისთვის, „სამი ლომი“ მერვედფინალში სენეგალს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 4 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის 1/8-ფინალები: ინგლისი VS სენეგალი, აშშ VS ნიდერლანდები
მუნდიალის 1/8-ფინალები: ინგლისი VS სენეგალი, აშშ VS ნიდერლანდები