ჰარი კეინი, კრისტიან პულიშიჩი, კატარი 2022
Aa
Aa

მუნდიალის 1/8-ფინალები: ინგლისი VS სენეგალი, აშშ VS ნიდერლანდები

კატარი 2022-ის B ჯგუფის მესამე ტურში უელსი ინგლისთან 0:3 დამარცხდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს კრისტიან პულიშიჩის გოლით სძლია.

ინგლისი 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, აშშ-მ 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ინგლისი და აშშ მერვედფინალში ითამაშებენ. ირანი 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, უელსმა კი მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. ირანი და უელსი მუნდიალს დაემშვიდობნენ.

უელსი-ინგლისის მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 50-ე წუთზე რაშფორდმა ანგარიში გახსნა. 52-ე წუთზე ფილ ფოდენმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 68-ე წუთზე რაშფორდმა დუბლი შეასრულა, საგოლე პასი კალვინ ფილიპსის აქტივშია.

მერვედფინალში ინგლისი სენეგალს შეხვდება (4 დეკემბერი), ნიდერლანდები კი - ამერიკის შეერთებულ შტატებს (3 დეკემბერი).

1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მარკუშ რაშფორდი „მან. იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე სამი გოლი გაიტანა. 1966 წელს ანალოგიური შედეგი ბობი ჩარლტონმა დააფიქსირა.

დევიდ ბექჰემის შემდეგ ჰარი კეინი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე სამი საგოლე პასი შეასრულა. 2002 წლის მუნდიალზე ბექჰემის აქტივშიც 3 საგოლე პასი იყო.

კრისტიან პულიშიჩი მეხუთე ამერიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მუნდიალზე გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. „ჩელსის“ ფორვარდის გარდა ანალოგიური შედეგი ბრიუს მარეიმ (1990, კლინტ მატისმა (2002), ჯონ ო'ბრაიენმა (2014) დააფიქსირეს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო რვა მატჩიდან ყველა მოიგო, როცა კრისტიან პულიშიჩმა გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვერ ბედავ? შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ“ - ვან გაალი ჟურნალისტს დაუპირისპირდა
“ვერ ბედავ? შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ“ - ვან გაალი ჟურნალისტს დაუპირისპირდა