რატი ანდრონიკაშვილი
Aa
Aa

ანდრონიკაშვილი: „ესპანეთში თამაში ჩემი ოცნება იყო“

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატის კლუბ „მურსიაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რატი კი ესპანურ მედიას ესაუბრა:

„შემიძლია გუნდს ენერგია შევმატო და მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულო. ვგულისხმობ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშს, პრესინგში ჩართულობას და ასე შემდეგ.

თად მაკფადენი ჩემი მეგობარია, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ერთ ოთახში ვცხოვრობთ. თუ ვიტორიაში ვითამაშებ, ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში თამაშზე ვოცნებობდი. იმედი მაქვს, აქ მთელი ცხოვრება ვიქნები.

მოხარული ვიქნები, თუ დებიუტი ბასკონიაში, „ბუესა არენაზე“ შედგება.

გასახდელში ხუმარა ვარ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ კლუბმა კონტრაქტი ამის გამო გამიფორმა“.

ანდრონიკაშვილი „მურსიაში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ კალათბურთელ, ტად მაკფადენთან ერთად ითამაშებს. რატი ახალ გუნდს შეუერთდა. შესაძლოა, მისი დებიუტი 3 დეკემბერს, „ბასკონიასთან“ შედგეს.

„მურსია“ ესპანეთის ჩემპიონატში 4 მოგებით და 5 მარცხით მე-12 ადგილზეა და პარალელურად საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვების მომტანი სამქულიანი - ბითაძის ინდიანამ საოცარი თამაში მოიგო
გამარჯვების მომტანი სამქულიანი - ბითაძის ინდიანამ საოცარი თამაში მოიგო