კრიშტიანუ რონალდუ, კოდი გაკპო
Aa
Aa

გაკპო რონალდუს შემცვლელად - მან. იუნაიტედი ნიდერლანდელს უმიზნებს

მატეო მორეტოს ინფორმაციით, „მან. იუნაიტედს“ კოდი გაკპოს შეძენა სურს, „წითელი ეშმაკები“ ნიდერლანდელს კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მოიაზრებენ და ტრანსფერის განხორციელებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავენ.

მუნდიალზე წარმატებული თამაშის გამო გაკპოს სატრანსფერო თანხა იზრდება, ტენ ჰაგს გაკპოს შეძენა იანვარში სურს, თუმცა პსვ წინააღმდეგია, რომ ფეხბურთელს შუა სეზონში დაემშვიდობოს.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „მან. იუნაიტედი“ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დატოვა. ფეხბურთელმა კლუბის მმართველები და მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა, რის შემდეგაც მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.

23 წლის გაკპოს პსვ-სთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი მთავარი პოზიცია მარცხენა გარემარბია, თუმცა მარჯვენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზეც თამაშობს. გაკპომ ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა, რასაც მუნდიალზე შესანიშნავი თამაში მოჰყვა.

კატარი 2022-ზე კოდი გაკპომ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გაიტანა. მისი გოლების დახმარებით ნიდერლანდები 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კონდიცირების სისტემა გვაავადებს“ - ანტონი უკმაყოფილოა
“კონდიცირების სისტემა გვაავადებს“ - ანტონი უკმაყოფილოა