A ჯგუფი: მერვედფინალში ნიდერლანდები და სენეგალი გავიდნენ
მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფში ყველაფერი გაირკვა. მერვედფინალში ნიდერლანდები და სენეგალი გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო, საბოლოოდ ჯგუფში ჩარჩა.
ნიდერლანდების ნაკრებმა კატარი საკმაოდ მარტივად დაამარცხა. 26-ე წუთზე ანგარიში გაკპომ გახსნა, რომელმაც რეკორდი დაამყარა. გაკპო გახდა პირველი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის პირველ სამ შეხვედრაში გოლი გაიტანა.
3 - Cody Gakpo is the first #NED player ever to score in each of his first three matches at the #FIFAWorldCup. Triple. pic.twitter.com/Zzi1J21NnV
— OptaJohan (@OptaJohan) November 29, 2022
49-ე წუთზე მეორე გოლი ფრენკი დე იონგმა გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა. ვან გაალის ნაკრები 7 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება ეკვადორისა და სენეგალის დაპირისპირებას, საკმაოდ მძიმე მატჩი ვიხილეთ. ანგარიში 44-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ისმაილა სარმა გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ნახევარში 68-ე წუთზე კაისედომ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ზუსტად 2 წუთში კულიბალიმ გაისროლა და თავის ნაკრებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. საბოლოო ანგარიში - 2:1.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიდერლანდებმა 7 ქულა დააგროვა, ხოლო მეორე პოზიციაზე სენეგალი 6 ქულით გავიდა.
ეკვადორი - სენეგალი 1:2
ნიდერლანდები - კატარი 2:0