საფრანგეთი, კარიმ ბენზემა, დიდიე დეშამი
Aa
Aa

“ახლა ამაზე ვერ ვფიქრობ“ - დეშამი ბენზემას დაბრუნებაზე

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საფრანგეთი ტუნისს დაუპირისპირდება. მატჩამდე სპორტულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ შესაძლოა კარიმ ბენზემა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდეს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ფრანგ სპეციალისტს ამ საკითხზე დაუსვეს კითხვა, რაზეც დეშამმა უპასუხა:

„არ ვიცი რა პასუხი გაგცეთ. ამ საკითხზე ახლა ვერ ვფიქრობ. ”როგორც ჩანს, თქვენ ბევრი რამ იცით სიტუაციის შესახებ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაკვირდებოდი, ვინ რას ამბობდა. კარიმს წასვლის შემდეგ ვესაუბრე და კარგად ვიცი რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას

.

არ ვიცი რის მიღწევას ცდილობს. შემადგენლობაში 24 ფეხბურთელი მყავს და ამით სრულიად კმაყოფილი ვარ. სხვა ფეხბურთელებიც მაკლია. მაგალითად კიმპემბე და პოგბა. მე მათთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს.“

შეგახსენებთ, რომ „მამლებმა“ პირველი ორი შეხვედრა მოიგეს და ჯგუფიდან გასულები არიან. საფრანგეთისა და ტუნისის დაპირისპირება 30 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“18 წელია ვფიქრობ მესი როგორ გავაჩერო“ - მიხნიევიჩი არგენტინასთან მატჩის წინ
“18 წელია ვფიქრობ მესი როგორ გავაჩერო“ - მიხნიევიჩი არგენტინასთან მატჩის წინ