“400-500 ადამიანი დაიღუპა“ - კატარის მაღალჩინოსნის განცხადება
როგორც მოგეხსენებათ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო დიდი სკანდალია. უამრავი ადამიანი ემიგრანტების გარდაცვალებას აპროტესტებს. გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონების მშენებლობას დაახლოებით 6500 ადამიანი შეეწირა. ამის პარალელურად სულ სხვა ციფრებს აფიქსირებს სახელმწიფო.
დღევანდელ დღემდე, არცერთ მაღალჩინოსანს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. დღეს კი ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მშენებლობას 400-500 ადამიანი შეეწირა.
ფრანგული გამოცემა Lemonde ამტკიცებს, რომ ეს მონაცემები 2014 წლის არის და ამის შემდეგ, ოფიციალურ უწყებას აღრიცხვა არ გაუკეთებია. შესაბამისად, აღნიშნული წყარო კატარის მაღალჩინოსანს არ ეთანხმება.
Lemonde იმასაც წერს, რომ მუშებს, რომლებიც სტადიონის მშენებლობის დროს დაიღუპნენ თვიური ანაზღაურება 275$ ჰქონდათ. ეს კი სამუშაო კოდექსის პირდაპირი დარღვევაა. ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება არ მიმდინარეობს.