წესები დაარღვია - გერმანია 10 000 ევროთი დააჯარიმეს
გერმანიის ნაკრების გარშემო მორიგი უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მოგეხსენებათ, ბუნდეს ნაკრები აქტიურად ცდილობდა LGBTQ+ საზოგადოებისთვის მხარის დაჭერას, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოუვიდა.
კატარში, რომ უცნაური წესები მოქმედებს ეს ახალი არავისთვის არის. დღეს კი BILD-მა მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ვიგებთ, რომ ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი ნაკრები 10 000 ევროთი დააჯარიმეს.
ამის მიზეზი კი ჰანსი ფლიკის პრესკონფერენციაზე მარტო მისვლა გახდა. კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ყველა ნაკრები ვალდებულია, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელი წარადგინოს.
ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, ბუნდეს ნაკრებიდან ჟურნალისტებთან მხოლოდ ჰანსი ფლიკი წარსდგა. გერმანელი სპეციალისტი ფეხბურთელის გარეშე მივიდა და ამის გამო გერმანია 10 000 ევროთი დაჯარიმდა.
აღნიშნული წყარო ამის მიზეზსაც წერს. მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონის ბანაკი და საპრესკონფერენციო დარბაზი ერთმანეთისგან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მთავარი მწვრთნელი კი თვლის, რომ მატჩის წინა დღეს ფეხბურთელისთვის ამხელა გზის გავლა მის კონდიციებზე ცუდად იმოქმედებს. საინტერესოა რას იზამს ბუნდეს ნაკრები კოსტა რიკასთან მატჩის წინ.