კრიშტიანუ რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

ფიფამ დაადასტურა - კრიშტიანუ ბურთს არ შეხებია

ფიფამ პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებების მატჩში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ბურთს არ შეხებია და პირველი გოლის ავტორი ბრუნო ფერნანდეშია.

ფიფას ამაში სათამაშო ბურთში განთავსებული ტექნოლოგია დაეხმარა, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ რონალდუ ბურთს არ შეხებია. ოფიციალურ განცხადებაში მიღებული გადაწყვეტილებაა ახსნილი და მისი განმაპირობებელი მიზეზებია დასახელებული.

„ბურთის მწარმოებელი კომპანია Adidas-ის ტექნოლოგიის წყალობით, შეგვიძლია, დაზუსტებით ვთქვათ, რომ რონალდუ ბურთს არ შეხებია. ჩვენს გაზომვებში გარე ძალის მატება არ ფიქსირდება და ბურთის შიგნით განთავსებული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, უზუსტესი ანალიზი გავაკეთოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საინტერესოა, რომ რამდენიმე ცნობილმა უცხოურმა გამოცემამ უარყო ის ინფორმაცია, თითქოს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასთვის მტკიცებულების წარდგენას გეგმავდა, რომ გოლი რონალდუმ გაიტანა. პორტუგალიელებს მსგავსი არაფერი ჰქონდათ გადაწყვეტილი და გოლის ავტორი არ შეიცვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები