რონალდუმ პირს მორგანს გასახდელიდან მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა
ამერიკელმა ექს-ფეხბურთელმა, ალექსი ლალასმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ლალასი Fox Soccer-ზე იყო მიწვეული და განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტს, პირს მორგანს მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა.
„უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ გოლი ბრუნოს ჩაეთვალა. ახლახან, პირს მორგანთან ვიყავი. მან მითხრა, რომ კრიშტიანუმ გასახდელიდან მისწერა და რონალდუს სჯერა, რომ ბურთი თავზე შეეხო. ასე რომ, ვინ იცის, რა მოხდება“.
Former USMNT captain Alexi Lalas has claimed that Cristiano Ronaldo messaged Piers Morgan about getting a touch on the ball for Portugal's first goal against Uruguay. https://t.co/I2qCHKJZFb
— Sportskeeda Football (@skworldfootball) November 29, 2022
ეს ყველაფერი არაა. პორტუგალიური გამოცემის, O Jogo-ს თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ, კამერებმა დააფიქსირეს კრიშტიანუს ფრაზა და იგი აცხადებს: „შეხება იყო, ბურთი შემეხო“. სხვათა შორის, დღეს, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, ფიფას მიმართოს. პორტუგალიელებს მტკიცებულება აქვთ, რომ გოლი რონალდუმ გაიტანა და უნდათ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ცვლილებები გაატაროს.
შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ პორტუგალია H ჯგუფის სატურნირო ცხრილში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო ეტაპზე თამაშიც განაღდებული აქვს. მეორე პოზიციაზე 3 ქულით განას ნაკრები იმყოფება, მესამე-მეოთხე ადგილებს კი სამხრეთ კორეისა და ურუგვაის ნაკრებები თითო-თითო ქულით ინაწილებენ.