კევინ დურანტის აფეთქება - 45 ქულა და ბრწყინვალე პროცენტი ორლანდოსთან
„ბრუკლინ ნეთსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი გამთენიისას „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდა და 109:102 იმარჯვა, რაშიც უდიდესი წვლილი „ნეთსის“ სუპერვარსკვლავმა, კევინ დურანტმა შეიტანა.
„კეიდის“ ფენომენალური მატჩი ჰქონდა და 45 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გაიფორმა. დურანტმა პარკეტიდან ბრწყინვალე პროცენტით შეუტია და 24-დან 19 ბურთი ჩააგდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ 6 დაკარგვა ჰქონდა. მატჩის შემდეგ, ჟურნალისტმა „კეიდის“ ჰკითხა, როდის ხვდება, რომ ასეთ ბრწყინვალე რიტმშია, რაზეც „ნეთსის“ კალათბურთელმა ასე უპასუხა: „როცა ვიღვიძებ“.
???? @KDTrey5 was on a different planet tonight ????
— NBA (@NBA) November 29, 2022
45 PTS (19/24) | 7 REB | 5 AST | 2 STL | 2 BLK pic.twitter.com/i8XqvnPGps
„ორლანდოსთან“ დაგროვებული 45 ქულით, კევინი კარიმ აბდულ ჯაბარსა და რასელ უესტბრუკს 45-ქულიანი მატჩების რაოდენობით გაუთანაბრდა. ამასთან, ბოლო 15 სეზონის განმავლობაში, იგი მეორე კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 45 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე ასისტი ისე დააგროვა, რომ პარკეტიდან 75 პროცენტით შეუტია. დურანტის გარდა, ეს კაირი ირვინგს გაუკეთებია, რომელსაც „მეჯიქთან“ 20 ქულა ჰქონდა.
ამრიგად, „ბრუკლინ ნეთსს“ 11 მოგება და 11 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. „ნეთსის“ მომდევნო გაჩერება „ვაშინგტონ უიზარდსია“, რომელსაც 1-ელ დეკემბერს შეხვდება.