ტიტე: “შვეიცარიას ევროპაში ყველაზე ძლიერი დაცვა ჰყავს“
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბრაზილიამ უმძიმეს ბრძოლაში შვეიცარია დაამარცხა. ერთადერთი გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა კაზემირომ გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ტიტემ?
„ძალიან რთული მატჩი იყო. შვეიცარია არის ნაკრები, რომელსაც ევროპაში საუკეთესო დაცვა ჰყავს. ისინი სერბეთისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. შვეიცარიას ჰყავს სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. რაც შეეხება ნეიმარის არყოფნას, სისტემა ფეხბურთელების ჩანაცვლებითაც მყარი რჩება.
პირველი თამაში ნეიმარის გარეშე.. მაგრამ კაზემირომ გაიტანა არა? გუნდი თავის ვარსკვლავებს თვითონ ქმნის. რა თქმა უნდა, ნეიმარს და კაზემიროს სხვადასხვა პლუსები აქვთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ყველაფერს უმკლავდებიან.“
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიამ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა. ბოლო ტურში, „სელესაო“ კამერუნს დაუპირისპირდება.