ტატო გრიგალაშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

„საქართველო: ჩემპიონების ფაბრიკა“ - EJU-ს სტატია ქართულ ძიუდოზე

ევროპული ძიუდოს კავშირი გორში გამართული საკლუბო ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ვიგებთ, რომ მალე -81 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონზე, ტატო გრიგალაშვილზე დოკუმენტური ფილმი გამოვა. სტატიაში გვხვდება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის ინტერვიუც, რომელიც ტატოს შესახებ საუბრობს.

რა წერია სტატიაში:

ვინც მცირედით მაინც არის ჩახედული სპორტში, ეცოდინება, რომ საქართველო ძალისმიერი სპორტის სახეობების სინონიმია: ტრადიციული ჭიდაობის სხვადასხვა სახეობების გარდა ამ ქვეყანაში განვითარებულია რაგბი, ძალოსნობა და რა თქმა უნდა ძიუდო, რომელიც ქვეყანაში ყველაზე საინტერესოა. გორმა, გასულ შაბათს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლა, ახლა კი ჩვენ მოგიყვებით რა ხდებოდა ამ ტურნირზე „დახურულ კარს“ მიღმა.

კვირას დილით, გავემართეთ ბაკურიანისკენ. ეს არის ტურისტული ადგილი, რომელიც მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, თბილისიდან დაახლოებით 168 კმ-ში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. ბაკურიანი შესანიშნავად აღჭურვილი სათხილამურო კურორტია, რომელსაც ბევრი სპორტსმენი იყენებს, მათ შორის ძიუდოისტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ფიზიკურად მომზადებისთვის, ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. აქ იმ მიზნით ჩამოვედით, რომ გადაგვეღო დოკუმენტური ფილმების სერია - „გაიცანი ჩემპიონები“, სადაც მსოფლიოს ახალ ჩემპიონს, ტატო გრიგალაშვილს უნდა გავსაუბრებოდით. ჩამოსვლისთანავე, სასტუმროში ფეხიც არ გვქონდა შედგმული, როდესაც ჩვენს თვალწინ ლაშა ბექაური გამოჩნდა, -90 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი. სამწუხაროდ, შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე იყო, რადგან ბექაური ტოკიოში მიემგზავრებოდა, სადაც ამ შაბათ-კვირას გრანდ სლემი უნდა გაიმართოს.

ჩვენი პირველი ჩანაწერის დროს შევამჩნიეთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ბოლომდე ერთგულები არიან. დღის დიდი ნაწილი ინტერვიუსთვის იყო დაჯავშნილი, შემდეგ კი ფოტოსესია მოეწყო.

ჭაბუკ და იუნიორ ძიუდოისტთა დიდი ჯგუფი უფროსებთან ერთად ვარჯიშობს, რათა მათგან საუკეთესო ისწავლონ. მათთან ერთად ტატო გრიგალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ილია სულამანიძე ვარჯიშობდნენ. „ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის“, ეს ციტატა შეიძლება გამოვიყენოთ ლაშა გუჯეჯიანსა და მის სამწვრთნელო შაბზე, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ. ლაშა გუჯეჯიანს ვკითხეთ, რა არის საჭირო ჩემპიონობისთვის?

ვიღაც იტყვის, რომ ეს საკმაოდ მარტივია, ან შრომის გარეშე წარმატება ვერ მოვა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოგწონდეს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც აკეთებ, უბრალოდ უსარგებლოა. ეს უფრო მარტივი ხდება მას შემდეგ, როდესაც ოქროს მედალს მოიგებ, ან რაიმე კარგ შედეგს მიაღწევ. ეს მოტივაციას გინარჩუნებს და უფრო მეტის გაკეთების სურვილს გიჩენს, ამავდროულად, სიამოვნებასაც იღებ.

დღეს დილით დავინახეთ, რომ მთელი გუნდი ერთად ვარჯიშობდა, რამდენად მნიშვნელოვანია ვარჯიშზე კადეტებისა და იუნიორების ერთობლივად ვარჯიში?

პასუხი საკმაოდ მარტივია, უფროსები ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან. როდესაც შენს გვერდით ოლიმპიური, ან მსოფლიო ჩემპიონი, იცი, რომ სწორ ადგილას ხარ და ერთგვარად უფრო მეტ ენერგიას იღებ, რომ იგივე შედეგებს მიაღწიო.

დღეში რამდენ საათს ვარჯიშობენ სპორტსმენები?

დღეში სამ ვარჯიშს ვატარებთ, დილას, შუადღეს და საღამოს. საერთო ჯამში, დღის განმავლობაში შესაძლოა 6, ან 7 საათი ვივარჯიშოთ.

ვინ არის თქვენი საყვარელი ძიუდოისტი?

ძიუდოისტებში მომწონს ტაჩი-ვაზა, ნე-ვაზა და ტაქტიკური მომზადება. არ აქვს მნიშვნელობა ოქროს მედალოსანი ხარ, თუ არა. მიყვარს სრულყოფილი მებრძოლები, ამ მომენტში ჩემი საყვარელი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილია, რომელსაც აქვს ყოველივე ზემოთჩამოთვლილი თვისება. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა ამ ფილმს იღებთ, ტატო ნამდვილად არის ყველაზე სრულყოფილი ძიუდოისტი და ახლა მისი დრო მოდის.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს მართლაც ის ადგილია, სადაც ადამიანები მას შემდეგაც არ ჩერდებიან, როდესაც წამზომის ზარი ირეკება, ისინი მხოლოდ მწვრთნელის მითითების შემდეგ ჩერდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავდათუაშვილის სენსაციური მარცხი - გოლდენ გორის ბრინჯაო ჩემპიონთა ლიგაზე
შავდათუაშვილის სენსაციური მარცხი - გოლდენ გორის ბრინჯაო ჩემპიონთა ლიგაზე