კარიმ ბენზემა
Aa
Aa

შესაძლოა მუნდიალზე მაინც ითამაშოს - ბენზემამ ტრავმა თითქმის მოიშუშა

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’EQUIPE იტყობინება, რომ კარიმ ბენზემამ ტრავმა თითქმის მოიშუშა და სულ მალე ვარჯიშს განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა დაზიანების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ვერ შეძლო. ახლა კი ამასთან დაკავშირებით საინტერესო სიახლე არსებობს.

გამოცემა GOAL ვარაუდობს, რომ შესაძლოა ბენზემამ მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც ითამაშოს. თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სადამდე გავა საფრანგეთის ნაკრები.

აღნიშნული წყაროს ცნობით, თუ ბენზემა პირველ დეკემბერს ვარჯიშს განაახლებს, ის დაახლოებით ერთ კვირაში ფორმაში ჩადგომას შეძლებს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდიე დეშამმა ბენზემა სხვა ფეხბურთელით არ ჩაანაცვლა, მას შანსი აქვს, რომ „მამლებს“ დაუბრუნდეს.

საფრანგეთი ამჟამად ჯგუფიდან ოფიციალურად გასულია. მერვედფინალური დაპირისპირება 3 და 4 დეკემბერს არის ჩანიშნული. მეოთხედფინალები 9 და 10, ხოლო ნახევარფინალები 13 და 14 დეკემბერს. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ბენზემა ეროვნულ ნაკრებს მინიმუმ მეოთხედფინალიდან და მაქსიმუმ ნახევარფინალიდან დაუბრუნდეს. ეს ყველაფერი კი დეშამის გადასაწყვეტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაიკ დინი: გაოგნებული ვარ, ეს პენალტი არ იყო, მსაჯს გამეორება უნდა ენახა
მაიკ დინი: გაოგნებული ვარ, ეს პენალტი არ იყო, მსაჯს გამეორება უნდა ენახა