„ბრძოლა, რომელსაც აზრი ექნება“ - დვალიშვილმა სანდჰაგენი გამოიწვია
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კორი სანდჰაგენი გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, მერაბმა Twitter-ში დაწერა:
„მე ის 2019 წელს გამოვიწვიე, მან კი ორი თვის წინ გამომიწვია. ბრძოლა, რომელსაც აზრი ექნება. მოდი, ეს გავაკეთოთ“.
I called him out in 2019. He called me out a couple of months ago. This fight makes the most sense. #2 vs. #5 . Let's go @ufc .. Let's make this happen ???? pic.twitter.com/5w8kvOyd04
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) November 27, 2022
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი UFC-ში 10 ბრძოლა გამართა. მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 2 მარცხია. რაც შეეხება MMA-ში მის გამოსვლას, 19-დან 15 შეხვედრა მოიგო, 4 დაპირისპირება დათმო. მიმდინარე თვეში დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ადგილზე დააწინაურეს.
რაც შეეხება კორი სანდჰაგენის კარიერას, MMA-ში მის აქტივში 15 გამარჯვებაა, ოთხ შეხვედრაში დამარცხდა. 2018 წლიდან UFC-ში გამოდის, 11-დან 8 შეხვედრა მოიგო, სამი დაპირისპირება დათმო. ბოლო ბრძოლა მიმდინარე წლის სექტემბერში გამართა, ჩინელი სონ იადონი დაამარცხა. ჩინელის დამარცხების შემდეგ კორი სანდჰაგენმა განაცხადა, რომ მერაბთან ბრძოლა სურდა.