„ილოცოს, რომ ვერ ვიპოვო“ - კანელო ალვარესი მესის დაემუქრა
ლეგენდარული მექსიკელი მოკრივე, კანელო ალვარესი ლიონელ მესის დაემუქრა. მექსიკასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, არგენტინის გასახდელში განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და კანელოს უკმაყოფილება სწორედ ამან გამოიწვია. ერთ მომენტში ჩანს, რომ „ლა პულგა“ მექსიკელთა მაისურს ფეხით ეხება და ალვარესმა ეს უპატივცემულობად ჩათვალა.
„ნახეთ, ჩვენი დროშითა და ნაკრების მაისურით მესიმ იატაკი რომ მოწმინდა? ურჩევნია ილოცოს, რომ არ ვიპოვო. როგორც მე ვცემ პატივს არგენტინას, ისე უნდა სცეს მან მექსიკას პატივი. მთელ არგენტინაზე არ ვლაპარაკობ, საუბარი მაქვს იმ სისულელეზე, რაც მესიმ გააკეთა. მაისური ძირს ეგდო და ეს უკვე უპატივცემულობაა“, - დაწერა „ტვიტერზე“ კანელომ.
Canelo had some strong words for Messi after seeing his locker room celebration ????
— ESPN Ringside (@ESPNRingside) November 28, 2022
(via @canelo, nicolasotamendi30/IG) pic.twitter.com/emRRHK1nGO
კანელოს პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და როგორც არგენტინელების, ისე მექსიკელების გაკვირვება გამოიწვია. არგენტინელი გულშემატკივრების თქმით, „ლა პულგა“ ბუცებს იხდიდა და მაისურისთვის ფეხის მირტყმა არა წინასწარ განზრახული, არამედ ბუნებრივი მოქმედება გახლდათ, მექსიკელმა ქომაგებმა კი დასძინეს, რომ ლეო ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი ადამიანია და არასდროს არავინ დაუმცირებია.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ მექსიკას 2:0 სძლია. მესიმ ანგარიში 64-ე წუთზე გახსნა, 87-ზე კი ენცო ფერნანდესს გაატანინა.