ბოლო სეზონი ბარსაში - ბუსკეტსი ბექჰემის გუნდში ითამაშებს
ესპანური COPE-ს ცნობით, „ბარსელონას“ ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი კატალონიურ კლუბში ბოლო სეზონს ატარებს. ამ სეზონის დასრულების შემდეგ 34 წლის ბუსკეტსი „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი გახდება, MLS-ში ითამაშებს.
„ინტერ მაიამის“ პრეზიდენტი დევიდ ბექჰემია, მთავარი მწვრთნელი კი - ფილ ნევილი.
???? Noticia @partidazocope
— El Partidazo de COPE (@partidazocope) November 27, 2022
???? Informa @juanmacastano
???? Sergio Busquets será jugador del @InterMiamiCF la próxima temporada
???? #COPEMundial pic.twitter.com/6lrlEJx4fy
ესპანელ ნახევარმცველს „ბარსასთან“ კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. ასე რომ, „ინტერ მაიამი“ გამოცდილ ფეხბურთელს უფასოდ დაიმატებს.
ბუსკეტსში 2008 წლიდან „ბარსასთვის“ თამაშობს, კატალონიურ გრანდთან ერთად ლა ლიგა 8-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი - სამჯერ (2008-09, 2010-11, 2014-15).
ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპისა (2012) და მსოფლიოს ჩემპიონი (2014) გახდა. ამჟამად, ესპანეთის ნაკრებთან ერთად კატარის მუნდიალზე გამოდის.