ვალიდ რეგრაგი, მაროკოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ამ სულისკვეთებით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია“ - რეგრაგი ბელგიასთან გამარჯვებაზე

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის მე-2 ტურში მაროკოს ნაკრებმა ბელგია დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა.

შეხვედრაში ანგარიში 73-ე წუთზე საბირიმ გახსნა, მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე კი აბუხლალმა ბელგიელთა კარში მეორე გოლი შეეგდო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ განვილილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა რეგრაგიმ:

ვიცით, რომ თუ ყოველ შეხვედრაში 100%-ით არ დავიხარჯებით, ნებისმიერი თამაშის მოგება შეუძლებელი იქნება. ამ მოთამაშეებით, გულშემატკივრებით და სულისკვეთებით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს ფეხბურთლები ყოველ მითითებას უსმენენ და მთელი გულით იბრძვიან.

ამით არაფერი დასრულებულა. კანადასთან მატჩისთვის რაც შეიძლება მალე უნდა გადავეწყოთ. იმედია, შეხვედრა ჩვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირებას შევძლებთ.

ამ დროინდელი შედეგის მიუხედავად, შეგვეძლო უკეთესი მაჩვენებელიც გვქონოდა. 4 ქულით კმაყოფილი არ ვარ, უფრო მეტი გვინდა. რა თქმა უნდა, ეს ამოცანა ძალიან რთული იქნება, მაგრამ მთავარი მიზანი პლეი-ოფში მოხვედრაა. მსოფლიოს ორ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდით და შედეგი ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა კიდევ გავიმეორებ, ორივე თამაშის მოგება შეგვეძლო.

2 ტურის შემდეგ მაროკოს ნაკრებს F ჯგუფში 4 ქულა აქვს და ბელგიასთან ერთად 1-2 ადგილს ინაწილებს. ვალიდ რეგრაგის გუნდს მესამე ტურის მატჩი კანადის ნაკრებთან ელის, რომელიც მეორე ტურში ხორვატიასთან 4:1 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. შეხვედრა 1 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელები თავიდანვე წაგების შიშით თამაშობდნენ“ - მარტინესი მაროკოსთან მარცხზე
„ფეხბურთელები თავიდანვე წაგების შიშით თამაშობდნენ“ - მარტინესი მაროკოსთან მარცხზე