კატარი 2022
Aa
Aa

კრამარიჩის დუბლი - ხორვატიამ კანადა გაანადგურა

კატარი 2020-ის F ჯგუფში ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა. ანგარიში კანადის ნაკრებმა 68-ე წამზე გახსნა, ალფონსო დევისმა თავით გაიტანა. კანადის ნაკრებისთვის მუნდიალზე სადებიუტო გოლი იყო.

ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში უსწრაფესი გოლების სტატისტიკაში დევისის გოლი მეორე ადგილზეა, რეკორდი კლინტ დემპსის ეკუთვნის, რომელმაც 2014 წლის მუნდიალზე განას 29-ე წამზე შეუგდო.

36-ე წუთზე ივან პერიშიჩის საგოლე პასის შემდეგ ანდრეი კრამარიჩმა ანგარიში გაათანაბრა. 44-ე წუთზე მარკო ლივაიამ დაბალ კუთხეში შეაგდო და ხორვატია წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე ანდრეი კრამარიჩმა დუბლი შეასრულა. მე-4 დამატებულ წუთზე ლოვრო მაიერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ხორვატიამ სამბურთიანი უპირატესობით გაიმარჯვა - 4:1.

 

კანადის ნაკრების ფეხბურთელმა ატიბა ჰატჩინსონმა ეროვნულ გუნდში მეასე მატჩი ჩაატარა. ატიბა პირველი მოთამაშეა, რომელმაც კანადის ეროვნულ გუნდში აღნიშნული რაოდენობის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ორი ტურის შემდეგ F ჯგუფში ხორვატია და მაროკო 4-4 ქულით პირველ ადგილზე არიან, ბელგია 3 ქულით მესამე ადგილზეა. კანადა 0 ქულით აუტსაიდერია, 1 გოლი შეაგდო და 5 გაუშვა. კანადამ მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსი დაკარგა.

მესამე ტურში ხორვატია ბელგიას შეხვდება, კანადა მაროკოს დაუპირისპირდება, ორივე შეხვედრა პირველ დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელები თავიდანვე წაგების შიშით თამაშობდნენ“ - მარტინესი მაროკოსთან მარცხზე
„ფეხბურთელები თავიდანვე წაგების შიშით თამაშობდნენ“ - მარტინესი მაროკოსთან მარცხზე