ჰიმნი შეასრულა და შეცვალეს - უცნაური შემთხვევა მუნდიალზე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის მე-2 ტურში მაროკოს ნაკრებმა ბელგია დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა.
შეხვედრაში ანგარიში 73-ე წუთზე საბირიმ გახსნა, მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე კი აბუხლალმა ბელგიელთა კარში მეორე გოლი შეეგდო.
გუნდებს შორის შეხვედრის დაწყებამდე საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. როდესაც ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენ, მაროკოელთა მეკარემ, იასინ ბონომ რომელიც მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა ნაკრების დანარჩენ წევრებთან ერთად სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, თუმცა მის მაგივრად თამაში სარეზერვო მეკარემ, ალ-ვაჰდადან მუნირ მოჰამედიმ დაიწყო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ბონომ ჰიმნის შესრულების შემდეგ კუნთი დაიჭიმა და შეხვედრაში მონაწილეობა ვეღარ შეძლო. მაროკოელი ფეხბურთელის დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის.