შეცდომა გამოასწორა: მაკარიძემ მალაგასთან პენალტი აიღო
ლა ლიგა 2-ის მე-17 ტურში „მალაგამ“ შინ „პონფერადინა“ 1:0 დაამარცხა.
35-ე წუთზე სტუმართა ქართველმა მეკარემ გიორგი მაკარიძემ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია, არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა, 41 წლის რუბენ კასტროს დარტყმა მაკარიძემ მოიგერია.
გიორგი მაკარიძემ „მალაგასთან“ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, მის აქტივში 2 „სეივია“.
გამარჯვების გოლი 58-ე წუთზე გავიდა, ერიკ მორანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
32 წლის გიორგი მაკარიძემ ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. მან ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
22-გუნდიან ლა ლიგა 2-ში „პონფერადინა“ 17 ქულით მე-18 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.